მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში მედიკამენტების ფასი იზრდება - ერდოღანის ბრძანება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ნებართვების გარეშე  და სანებართვო პირობების დარღვევით მოქმედი აფთიაქების გამოვლენის მიზნით. მიმდინარე წლის ივნისს-აგვისტოს პერიოდში, თბილისის, სამეგრელოს, შიდა

თურქეთში ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ფასი იზრდება. ამას ითვალისწინებს რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ 2023 წლის 15 დეკემბერს გამოცემული ბრძანება, რომელიც ფარმაცევტული პროდუქტების ახალ ტარიფებს ადგენს. წინა ბრძანება 2023 წლის ივლისში იყო მიღებული და მისი ხელახალი გადახედვის საჭიროება თურქული ლირის გაუფასურებიდან გამომდინარე დადგა.

განახლებულ ტარიფში განსაზღვრულია ევროს ფიქსირებული კურსი, რომლითაც ევროში შესყიდული მედიკამენტების ფასები დადგინდება.

“ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი სამედიცინო პროდუქტების ფასის გამოთვლისთვის ერთი ევროს ღირებულება 17.5483 ლირით განისაზღვრება, რაც 25%-იანი მატებაა,”- ნათქვამია ბრძანებაში.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ერთი ევროს რეალური ღირებულება ამჟამად 31.6 ლირას შეადგენს, შესაბამისად, ბრძანებით განსაზღვრული კურსი საბაზროსთან შედარებით ორჯერ ნაკლებია.

ჯერჯერობით, უცნობია ეს საფასო მატება რა ეფექტს მოახდენს კონკრეტული მედიკამენტების ფასებზე. ასევე უცნობია რა გავლენა ექნება მას საქართველოში თურქული ბაზრისთვის განკუთვნილი მედიკამენტების იმპორტის ღირებულებაზე.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის იანვრიდან საქართველოს ბაზარზე თურქეთისთვის განკუთვნილი იაფი მედიკამენტები შემოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები