მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა

5f9fbbdd0c1d2
BM.GE
02.11.20 12:01
715
30 ოქტომბერს, თურქეთში, ეგეოსის ზღვის სანაპირო რეგიონებში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ნგრევა ყველაზე მძიმე იზმირის პროვინციაში იყო.

CNN-ის ინფორმაციით, ბიძგებმა იზმირში 20-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსის ნგრევა გამოიწვია, ქვეყანაში მიწისძვირის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 79-ს შეადგენს. ნანგრევებში მსხვერპლთა და გადარჩენილთა ძებნა ამ დრომდე გრძელდება.  

ნგრევის შედეგად, 962 ადამიანი დაშავდა, საიდანაც 219 ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. 

მიწისძვრას ორი ადამიანი ემსხვერპლა საბერძნეთშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები