მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთში ომიკრონით ინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა

61b61c05b7e3f
თათია კაკიაშვილი
12.12.21 19:55
595
თურქეთში კორონავირუსის ახალი შტამით - ომიკრონით ინფიცირების პირველი 6 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ დაადასტურა ომიკრონით ინფიცირების შემთხვევები და თქვა, რომ ინფიცირება სტამბოლსა და დასავლეთ იზმირის პროვინციაში დაფიქსირდა.

რაც შეეხება ინციფირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, პაციენტებს ამ დროისთვის ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდათ, რადგან ჯანმრთელობის თანმხლები არანაირი პრობლემა არ აქვთ და Covid 19-ის მსუბუქი სიმპტომები ახასიათებთ.

შეგახსენებთ, სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენის შესახებ 24 ნოემბერს განაცხადეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ომიკრონს „შემაშფოთებელი ვარიანტი“ უწოდა.

ახალი შტამი ამ დროისთვის 57 ქვეყანაშია გავრცელებული, თუმცა დღითიდღე ინფიცირებული ქვეყნების რაოდენობა მატულობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები