მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„თურქეთში რუსეთ-უკრაინის დელეგაციების პირისპირ შეხვედრა, შესაძლოა, ხვალ გაიმართოს“ - კრემლი

62418bc7102b0
ვიქტორია მღებრიშვილი
28.03.22 14:22
821
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში უნდა გაიმართოს, შესაძლოა, ხვალ შედგეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„დღეს მოლაპარაკებები ნაკლებ სავარაუდოა, რომ გაიმართოს. დელეგაციები თურქეთში დღეს მიემგზავრებიან. თეორიულად შეხვედრა, შესაძლოა, ხვალ გაიმართოს“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მან მოლაპარაკებების პროგრესზე საუბრისგან თავი შეიკავა და განაცხადა:

„თავად ფაქტი, რომ მოლაპარაკებები პირისპირ შეხვედრის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, უპირობოდ მნიშვნელოვანია. თუმცა ჯერ ისევ მოლაპარაკებების შესახებ დეტალების გაუთქმელობის ხაზს მივყვებით. ვთვლით, რომ ეს მოლაპარაკების პროცესს დააზიანებს. პირისპირი შეხვედრის ფორმატი მოლაპარაკებების წარმოებას უფრო კონცენტრირებულს და გაჯერებულს ხდის, მაგრამ ჯერჯერობით, სამწუხაროდ ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე სახის მიღწევებზე საუბარი“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

უკრაინული მხარის წარმომადგენელი და ფრაქცია „სლუგა ნაროდას“ თავმჯდომარე დავით არახამია ხვალ სტამბულში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დაწყებას ადასტურებს. ფრაქციის პრესმდივნის ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები სტამბულში, შესაძლოა, ხვალ დილის 10 საათიდან დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ 28-30 მარტს რუსეთ-უკრაინის პირისპირ მოლაპარაკების გამართვის შესახებ ინფორმაცია უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა დავით არახამიამ გაავრცელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები