მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას ელოდებიან

6461b5f933bfb
თამთა ჯიჯავაძე
15.05.23 08:29
886
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას ელოდებიან. გუშინ ჩატარებული არჩევნების შედეგად, წინასწარი მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ამომრჩეველთა ხმების 49.34% მიიღო, მისმა ოპონენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ - 45%, ხოლო კიდევ ერთმა კანდიდატმა, სინან ოღანმა - 5.23%.

ამ ეტაპზე დათვლილია ხმების 98.61%.

გამომდინარე იქიდან, რომ მოცემული მონაცემებით, ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების 50%-ზე მეტი, მოსალოდნელია, რომ დაინიშნოს მეორე ტური, რომელიც 28 მაისს გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები