მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში ხვალ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

64720bae45467
თამთა ჯიჯავაძე
27.05.23 20:00
614
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ხვალ, 28 მაისს გაიმართება. ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ დაუპირისპირდებიან. 

ცნობისთვის, თურქეთი არჩევნების პირველი ტური ორი კვირის წინ - 14 მაისს შედგა. არჩევნების შედეგების მიხედვით, ვერც ერდოღანმა და ვერც ქილიჩდაქროღლუმ ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტის მოპოვება ვერ შეძლეს. კერძოდ, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ერდოღანს ხმათა 49.5% ერგო, ხოლო ოპოზიციის კანდიდატს  - 44.89%. შესაბამისად, დაინიშნა მეორე ტური.

ხვალინდელი საარჩევნო მარათონიც საკმაოდ დაძაბული იქნება, ვინაიდან ქილიჩდაროღლუ ერდოღანისთვის მნიშვნელოვანი ოპონენტი გამოდგა. თუმცა, ერდოღანს მხარდაჭერა გამოუცხადა სინან ოღანმა, რომელიც 14 მაისის არჩევნებში მონაწილეობდა და რომელიც ხმების დაბალი მაჩვენებლის გამო, მეორე ტურს გამოეთიშა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები