თურქეთის მოსახლეობა, დღეს, ქვეყნის პრეზიდენტსა და 28-ე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.
ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნები თურქეთის დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 17:00 საათზე დაიხურება. თურქეთის მედიის ცნობით, ქვეყანაში ჯამში 191 885 ურნაა განთავსებული და არჩევნებში თურქეთსა და მის ფარგლებს გარეთ 64.1 მილიონი ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას. აქედან 4.9 მილიონი ადამიანი ხმას პირველად აძლევს.
ქვეყნის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის - მოქმედი პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი, სახალხო-რესპუბლიკური ოპოზიციური პარტიის ლიდერი ქემალ კილიჩდაროღლუ და „ალიანს ატას“ კანდიდატი სინან ოგანი. აღსანიშნია, რომ პოლიტიკური პარტია „სამშობლოს“ კანდიდატმა მუხარემ ინდჯემ კანდიდატურა 11 მაისს მოხსნა.
თუ ვერც ერთი კანდიდატი პირველ ტურში აბსოლუტური უმრავლესობის ხმებს ვერ მოაგროვებს 28 მაისს არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
საპარლამენტო არჩევნებში კი 24 პოლიტიკური პარტია და 151 დამოუკიდებელი კანდიდატი იყრის კენჭს.