მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთში, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა

ხანძარი

თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა, დაშავებულია 51 ადამიანი. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ქვეყანაში გლოვის დღე გამოცხადდა.

მისი თქმით, დაისჯება ყველა, ვინც პასუხისმგებელია ამ ტრაგიკულ ინციდენტზეა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ კი განაცხადა, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცხრა ადამიანი, მათ შორის სასტუმროს მფლობელი დააკავეს. გამოძიება მიმდინარეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები