მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში უახლესი თაობის ავიაგამანადგურებლის პრეზენტაცია შედგა

6450d51a72b3b
გიორგი თოლორდავა
02.05.23 20:45
604
თურქეთში გამართულ გამოფენაზე, რომელსაც პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ესწრებოდა, თავდაცვის ძალებმა უახლესი, მეხუთე თაობის გამნადგურებელი თვითმფრინავი TAI TF-X KAAN-ი წარმოადგინა.

თვითმფრინავი ადრეულ სატესტო ეტაპზეა და მისი პირველი საპილოტე ფრენა მიმდინარე წლის ბოლოსთვის უნდა განხორციელდეს, 2029 წელს კი ის საოპერაციოდ მზად უნდა იყოს.

ამჟამად მსოფლიოში სულ ოთხი ამ კლასის ავიაგამანადგურებელი არსებობს, მათ შორის ორი ამერიკული Lockheed Martin-ის წარმოებისაა, კერძოდ, F-22 და F-35. აგრეთვე მეხუთე თაობის კატეგორიას მიეკუთვნება ჩინური J-20 და რუსული SU-57.

KAAN-ის ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ ბევრი რამ არ არის გასაჯაროებული, თუმცა ცნობილია, რომ თვითმფრინავი ორი ძრავითა და „სტელს“ ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი.

ერდოღანის განცხადებით, თურქეთმა მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებელი უმოკლეს ვადებში, ევროპაზე უფრო ადრე უნდა შექმნას, რათა ქვეყანამ სამხედრო იარაღის წარმოების ლიდერის წოდება მოიპოვოს. საერთო ჯამში, გასულ 2022 წელს თურქეთმა ექსპორტზე 4.4 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა, იარაღი და აღჭურვილობა გაიტანა, რაც ქვეყნის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები