თურქეთსა და საქართველოს მთავრობას შორის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების სფეროებში შეთანხმება ძალაში შევიდა.
შეთანხმების მიხედვით, მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას, გაცვლიან გამოცდილებასა და ცოდნას ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების მიმართულებით შემდეგ სფეროებში:
- ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ჯანმრთელობის დაცვის სისტემების გაძლიერების და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით, ჰოსპიტალური მენეჯმენტში.
- ჯანდაცვის სფეროში ექსპორტ-იმპორტის გასაუმჯობესებლად ფორუმების, გამოფენების, კონგრესების და ა.შ. ორგანიზება;
- სამედიცინო ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების შემუშავება;
- მკურნალობისა და კონსულტაციების პრაქტიკის განხორციელების ხელშეწყობა სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებებში.
ასევე, სტრატეგიული თანამშრომლობა შეეხება სამედიცინო ინდუსტრიის სფეროში ინოვაციური პრაქტიკის, რეგულირების და ხარისხის ლაბორატორიული კონტროლის წესების მიმართულებას, კატასტროფების და საგანგებო სიტუაციებისთვის მზადყოფნა და რეაგირებას, ჯანდაცვაში ინვესტირებას და ა.შ.
ამ შეთანხმების ფარგლებში, ორივე ქვეყნის ექსპერტებისა და სხვა პერსონალის ვიზიტებისთვის:
- გამგზავნი მხარე ფარავს მივლინებულთა ორმხრივი მგზავრობის ხარჯებს;
- მასპინძელი მხარე ფარავს მივლინებულთა კვების, სასტუმროსა და შიდა გადაადგილების ხარჯებს. ეს პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას;
- მხარეებს შეუძლიათ, ორივე მხარის თანხმობით, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიონ მეცნიერები, ტექნიკური ექსპერტები, სამთავრობო ინსტიტუტები მესამე ქვეყნების ან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ახლა, მას შემდეგ რაც შეთანხმება უკვე ძალაშია, მხარეებმა უნდა შექმნიან ერთობლივ სამუშაო ჯგუფი ამ შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის სფეროებში კოორდინაციის უზრუნველსაყოფად. ჯგუფის პირველ შეხვედრას თურქეთი უმასპინძლებს.
შეთანხმება, რომელიც ძალაში 27 ივნისს შევიდა გასული წლის 20 ოქტომბერსაა ხელმოწერილი ჯანდაცვის იმჟამინდელი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მიერ. დოკუმენტი ძალაში 5 წლის განმავლობაში იქნება.