მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთთან საფინანსო ინფრასტრუქტურის პირდაპირ ინტეგრაციაზე ვმუშაობთ - ეროვნული ბანკი

გადარიცხვები

ინტეგრირებული და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინტექის ეროვნული სტრატეგია მოამზადა. სტრატეგიის ერთ-ერთი პუნქტი საქართველოს მიღმა“ („Beyond-Georgia“) ფინტექ-ეკოსისტემის ხელშეწყობაა.

ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარლამ ებანოიძე საქმის კურსში სტუმრობისას აცხადებს, რომ შუა დერეფნის როლის ზრდის გათვალისწინებით აუცილებელია არსებული პროცესების კიდევ უფრო მოქნილობა, რისთვისაც ეროვნული ბანკი კონკრეტულ პროექტებში უკვე ჩაერთო.

მისი თქმით, მეზობელ თურქეთთან საფინანსო ინფრასტრუქტურის პირდაპირ ინტეგრაციაზე მიდის მუშაობა, იმისთვის რომ ვაჭრობა უფრო გამარტივდეს და მაგალითისთვის 3 დღეში გადაზიდული ტვირთის ანაზღაურებას 10 დღე არ ველოდოთ.

“ყველა ლაპარაკობს ფიზიკური ინფრასტრუქტურის და ვაჭრობის პროცესების გაუმჯობესებაზე შუა დერეფანში. შეიძლება ტვირთი გადაზიდო ერთი წერტილიდან მეორეში 3 დღეში, მაგრამ ამ ტვირთის გადახდას ელოდო 10 დღე. ჩვენი კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ პირველად ჩვენ დავაწყვილეთ ეს ორი ტერმინი შუა კორიდორი და ფინანსური ტექნოლოგიები. ამ ახალი გადახდის ინფრასტრუქტურით ვაჭრობის დაფინანსების ახალი მეთოდებით შესაძლებელი იქნება კიდევ უფრო მეტი აქსელერაცია მიეცეს შუა კორიდორის პოზიტიურ ტრენდს.

გარკვეული ნაბიჯები უკვე იდგმევა, ჩვენს ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორთან მიმართებაში, რომელიც არის თურქეთი კონკრეტული საუბრები გვაქვს დაწყებული, როგორც შეიძლება მათი და ჩვენი საგადახდო სისტემების ერთმანეთთან პირდაპირი ინტეგრაცია. მაგალითისთვის ჩვენ ძალიან აქტიურები ვართ საერთაშორისო სენდ ბოქსებში და ვართ ისეთი პროექტის მონაწილე როგორიც არის ემბრიჯი, რომელიც ითვალისწინებს ერთ ბლოკჩეინის პლატფორმაზე ვაჭრობის დაფინანსების პროცესების მოქცევას ისე რომ შუამავალი და საკორესპონდენტო ბანკების მიერ გადახდილი საკომისიოები თავიდან იქნეს არიდებული. ასევე ერთი ბლოკჩეინის პლატფორმა იყოს გამოყენებული, რეგიონიდან მარტო ჩვენ ვართ ამ პროექტში ჩართულები.”- ამბობს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარლამ ებანოიძე.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები