მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქმენეთის ავიახაზებმა მოსკოვის მიმართულებით ფრენები შეწყვიტა

თურქმენეთის ავიახაზები

უსაფრთხოების გამო თურქმენეთის ავიახაზებმა მოსკოვის მიმართულებით ფრენები შეაჩერა. ავიაკომპანიამ ფრენების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია დღეს გაავრცელა და უსაფრთხოებაზე გაამახვილა ყურადღება, რადგან რუსეთის დედაქალაქზე დრონებით თავდასხმა მოხდა. 

“მოსკოვის საჰაერო სივრცეში არსებული ვითარებისა და რისკების გათვალისწინებით, აშხაბადი-მოსკოვი-აშხაბადის ფრენები ჩერდება”, - წერია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ავიაკომპანიის ცნობითვე, მოსკოვის ნაცვლად ყაზანში იფრენს. რუსეთის დედაქალაქში დრონებით თავდასხმის გამო ვნუკოვოს აეროპორტი დროებით დაიხურა, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ სრული დატვირთვით აგრძელებს ოპერირებას. 

ბოლო სამი დღის განმავლობაში მოსკოვში ორჯერ განხორციელდა დრონებით იერიში. დარტყმების შედეგად დაზიანდა ქალაქის ბიზნესცენტრის, რუსეთის ხელისუფლება თავდასხმებში უკრაინას ადანაშაულებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები