მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუშეთში, წოვათის ხეობაში ხანძარია

23

თუშეთში, წოვათის ხეობაში ხანძარია. ცეცხლი მთის ფერდობზეა გავრცელებული. ხანძრის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

როგორც bm.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ალპურ ზონაში ცეცხლი ბალახს უკიდია. ამ დროისთვის ადგილზე ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამსახურმა ასევე განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ვინაიდან, ხანძარი მძიმე ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა, საჭირო გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დასახლებულ პუნქტთან ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თუშეთში, წოვათის ხეობაში, ალპურ ზონაში იწვის ბალახი. ვინაიდან, ხანძარი მძიმე ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა, საჭირო გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა, რომელმაც მეხანძრე-მაშველების ხანძრის გავრცელების ადგილზე გადაყვანა, რამდენიმე ეტაპად განახორციელა. ამ წუთებში, აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები, ყველა შესაბამისი სპეც-აღჭურვილობის საშუალებით",- წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები