მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თვითმმართველობას ადგილობრივი საკითხების გადაჭრას არ ანდობენ - ირაკლი მელაშვილი

61c9fdfc143c2
თამთა ჯიჯავაძე
27.12.21 22:50
511
თვითმმართველობას არ ანდობენ იმ საკითხების გადაჭრას, რომელიც ბუნებრივი სწორედ თვითმმართველობის კომპეტენციებისთვისაა, - ამის შესახებ გადაცემა „საქმის კურსში“ თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტმა, ირაკლი მელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თვითმმართველობას არ აქვს შესაძლებლობა ადგილობრივი საკითხები ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე გადაწყვიტოს.

„თვითმმართველობა რეგიონის მოსახლეობასთან ხელისუფლების ყველაზე ახლოს მდგომი ორგანოა. პრობლემა იმაშია, რომ თვითმმართველობას ყველაზე მეტის გაკეთება შეუძლია, ვინაიდან ადგილობრივი პრობლემები ყველაზე უკეთ იცის, ვიდრე სამინისტროში მჯდომმა ჩინოვნიკმა. მაგრამ თვითმმართველობას დღეს საქართველოში არანაირი ფინანსური რესურსი არ გააჩნია იმისთვის რომ ელემენტარული პრობლემა გადაჭრას. მაგალითად, სოფელში რომ გარე განათების ნათურაა გამოსაცვლელი, იმაზეც კი სოფელი წელს პროექტს, რომელსაც ამტკიცებს ცენტრალური ხელისუფლება და შემდეგ საჭირო ფული მოდის მუნიციპალიტეტში, რათა პროექტი განხორციელდეს.

აქ საუბარია იმაზე, რომ თვითმმართველობას არ ანდობენ იმ საკითხების გადაჭრას, რომელიც ბუნებრივი სწორედ თვითმმართველობის კომპეტენციებისთვისაა. ჩვენ გვინდა ევროპაში და ვამბობთ რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესის მონაწილეები ვართ, მაგრამ არაფრით არ გვინდა რომ ევროპული ქვეყანა ავაშენოთ. სინამდვილეში ეს მექანიზმი, რომელიც დღეს არსებობს, რომ ყველაფერი ცენტრიდან უნდა მოდიოდეს, ნიშნავს იმას, რომ არჩევნების დროს იქნება თუ სხვა ნებისმიერი პოლიტიკური საკითხის შემთხვევაში, თვითმმართველობები და ადგილობრივი მოსახლეობა გარკვეული ზეგავლენის ქვეშ იყოს“, - აღნიშნა მან.
მელაშვილის თქმით, ეს არის ძალაუფლების შენარჩუნების მექანიზმი. ამასთან, როგორც თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტმა განმარტა, უნდა მოხდეს თვითმმართველობებისთვის ფინანსების გადაცემა, „თუ მინიმუმ იმ სიტუაციას არ დავაბრუნებთ, რაც 2008 წლამდე იყო, როდესაც საშემოსავლო და მოგების გადასახადი რჩებოდა ადგილზე და ეს საშუალებას იძლეოდა რომ თვითმმართველობებს დამოუკიდებლად გადაეჭრათ თავიანთი პრობლემები“.

ცნობისთვის, თვითმმართველობები ძირითადად ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოყოფილ ტრანსფერებზე არიან დამოკიდებული. თვითმმართველობების გაძლიერება ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იყო ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, როცა ის პრემიერის პოსტს პირველად იკავებდა. 2014 წელს ახალი კანონიც მიიღეს, ადგილობრივი თვითმმართველობების კოდექსი. მნიშვნელოვანი სიახლე იყო ის, რომ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მოსახლეობამ პირდაპირ აირჩია როგორც საკრებულო ასევე გამგებელი და მერი. მაშინ ითქვა, რომ საჭირო იყო თვითმმართველობების ფინანსური გაძლიერება. განკარგულებით განსაზღვრა, რომ საშემოსავლო გადასახადი წილობრივად გაიყოფოდა ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის და დიდი ნაწილი მუნიციპალიტეტებს ერგებოდათ. თუმცა, ეს ასე არ მოხდა. დღეს მუნიციპალიტეტების ძირითადი შემოსავალი ქონების გადასახადი და ადგილობრივი მოსაკრებლებია - სათამაშო ბიზნესიდან, მშენებლობის ნებართვებიდან და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები