მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხევადი გაზი 25%-ით გაიაფდა - მიზეზები და მოლოდინები

6200deb93694d
ვიქტორია მღებრიშვილი
07.02.22 14:00
5278
საქართველოში იანვრიდან თხევადი გაზი დაახლოებით 55 თეთრით გაიაფდა. ამის შესახებ BM.GE-ის თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკა ხოფერიამ განუცხადა.

მისი თქმით, თხევადი გაზის ღირებულება იანვრის დასაწყისიდან 1.95 ლარიდან 1.40-1.38 ლარამდე შემცირდა.

„თხევადი გაზის ფასი დღეისთვის დეკემბერთან შედარებით 25%-ით შემცირებულია.

მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე თხევადი გაზის გაიაფებაა. საქართველოსთვის თხევადი გაზის ძირითადი მომწოდებელი რუსეთია და პროდუქტის გაიაფებასთან ერთად რუსეთიდან ექსპორტზე დაწესებული ბაჟიც შემცირდა, რაც ქართულ ბაზარზე თხევადი გაზის ფასზე მყისიერად აისახა.

ამ ეტაპისთვის თხევადი გაზის საერთაშორისო ფასები კლებას განაგრძობს და ღირებულების მცირედით შემცირების მოლოდინი კიდევ გვაქვს“, - განმარტა ნიკა ხოფერიამ.

მისივე ინფორმაციით, ზოგადად საქართველოში თხევად გაზზე მოთხოვნა განახევრებულია, რასაც თავისი მიზეზები აქვს.

„2019 წლამდე თხევად გაზზე მოთხოვნა მზარდი იყო, 2020 წელს კი შემცირება დაიწყო, ვინაიდან ამ წელს ქართულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შედეგად (თხევად გაზზე ორეტაპიანი აქციზის გადასახადის გაერთიანება და ნულოვანია აქციზის გაუქმება მის კონკრეტულ სასაქონლო კოდზე), რომელიც უსამართლო იყო, პროდუქტის ღირებულება გაიზარდა. 2021 წელს მოთხოვნა 2019 წელს თუ შევადარებთ კიდევ დაახლოებით 45-50%-ით შემცირდა.

შედეგად, თხევად გაზზე ავტომობილების გადაყვანა ფაქტობრივად აღარ ხდება. მაგალითისთვის 2019 წელს 25 000 თხევადი გაზის აპარატურა შემოვიდა, 2020 წელს კი არც ერთი არ შემოსულა. რაც შეეხება გასულ წელს, თხევადი გაზის აპარატურის ნაწილების იმპორტი ძირითადად არსებული დამონტაჟებული აპარატურის სარემონტო მიზნებისთვის განხორციელდა. თხევად გაზზე მანქანების გადაყვანის სფერო გაჩერდა“, - აღნიშნა თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები