მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტყიბულში სტიქიით დაზარალებულები დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ - იუსტიციის სამინისტრო

იუსტიცია

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოქალაქეები საიდენტიფიკაციო დოკუმენტებსა და მოწმობებს ყოველგვარი საფასურის გარეშე მიიღებენ.

უწყების ინფორმაციით, შეღავათი ეხებათ იმ პირებს, რომლებიც 2026 წლის 12 მარტს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალდნენ.

დაზარალებულ მოქალაქეებს, ტყიბულის მერიის მომართვის საფუძველზე, შეუძლიათ ერთჯერადად, უსასყიდლოდ აიღონ:

  • პირადობის ელექტრონული მოწმობა (გაიცემა იმავე დღეს);
  • საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი — იმ შემთხვევაში, თუ პირს 12 მარტის მდგომარეობით უკვე ჰქონდა მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი;
  • სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობები (დაბადების, ქორწინების და სხვა განმეორებითი მოწმობები).

გარდა ამისა, მოქალაქეები სრულად გათავისუფლდებიან მომსახურების საფასურისგან იმ შემთხვევაშიც, თუ დოკუმენტების გაცემისას საჭირო გახდება სამოქალაქო აქტების ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან დამატების შეტანა.

სოფელ კურსებში სტიქიური მოვლენები 12 მარტს განვითარდა, რამაც მოსახლეობის ნაწილს მატერიალური ზიანი მიაყენა, მათ შორის, განადგურდა ან დაიკარგა საცხოვრებელ სახლებში არსებული ნივთები და დოკუმენტაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები