მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტყუილი იქცა ნორმად. სანამ Eagle Hills-ის კონტრაქტს არ ვნახავთ, მსჯელობა სპეკულაციაა - ნიკა შურღაია

ნიკა შურღაია

ფინანსისტი და ბიზნესის მრჩეველი ნიკა შურღაია ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც "ოცნების" მხრიდან ტყუილი ნორმად იქცა, Eagle Hills-სთან კონტრაქტის ნახვამდე პროექტზე მსჯელობა სპეკულაციაა.

ნიკა შურღაიამ „ანალიტიკას“ ეთერში Eagle Hills-ის პროექტების პერსპექტივა შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ კონტრაქტის საჭირო მუხლები არ გასაჯაროვდება, პროექტები უნდა გაჩერდეს.

Eagle Hills-ი 2025 წლის IV კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების TOP-10-ეულში მოხვდა

"თეთრებზე ვსაუბრობთ, ძალიან პატარა თანხებზე პროექტის ღირებულებასთან შედარებით და უფრო დიდი სურათი დავინახოთ. ერთი ნაბიჯი გადავდგათ ახლა უკან, ცოტა მშვიდად შევხედოთ ვისთან გვაქვს საქმე, დაეჯერება თუ არა „ქართული ოცნების“ სიტყვას და მერე აქედან წამოვიდეთ და ვიმსჯელოთ ყველაფერზე.

ბატონი კობახიძის ორი სიცრუე კონკრეტულად ამ პროექტთან მიმართებით - როდესაც ანონსი მოხდა ამ პროექტის, 1 მილიონი კვადრატული მეტრი უნდა განაშენიანდესო და ახლა სულ სხვა ციფრებზე გვაქვს საუბარი და მეორე, $6.6 მილიარდი ინვესტიციაო და თურმე ნაწილი ამოღებული უნდა იყოს ადამიანების ჯიბიდან და მათ შორის ქართველი ხალხის ჯიბიდან. ეს აჩვენებს, რომ ეს ადამიანები ფუნდამენტურ ტყუილებზე არიან, ამას აკეთებენ, ფაქტობრივად ფუნდამენტურად იტყუებიან, არც იბოდიშებენ, არც განმარტავენ. და ფაქტობრივად რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ტყუილი იქცა ნორმად, სტანდარტად. ჩვენ უკვე დავადგინეთ, რომ საქმე გვაქვს სერიოზულ მატყუარებთან და სიმართლე რომ გითხრათ, სანამ არ ვნახავთ, ძალიან კონკრეტულად დაწერილს რა უნდა გაკეთდეს და როგორ უნდა გაკეთდეს, თავად კონტრაქტს სანამ არ ვნახავთ, ყოველგვარი ჩვენი საუბარი და მსჯელობა არის სპეკულაცია",- ამბობს ნიკა შურღაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები