მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

UAE-მ მარიამ ქვრივიშვილს ერთობლივი ტურისტული ბიზნესფორუმებისა და გამოფენების ჩატარება შესთავაზა

ეკონომიკის სამინისტრო

არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილს ერთობლივი ტურისტული ბიზნესფორუმებისა და გამოფენების ჩატარება შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს, აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა.

"შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას ვაჭრობის, უძრავი ქონების, ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებით. ხაზი გაესვა ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების მნიშვნელობას ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კომპანია „იგლ ჰილსის“ დეველოპერულ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეკონომიკაში რეკორდული ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება და ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების გამყარებას.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საამიროების ავიაკომპანიის „ეტიჰად ეარვეისის“ შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე, რომელიც 2026 წლის მარტიდან აბუ-დაბისა და თბილისს შორის პირდაპირ რეისს კვირაში 14-ჯერ შეასრულებს. აღინიშნა, რომ კიდევ ერთი ავიაკომპანიის შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ხელს ასევე შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.

შეხვედრაზე საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრმა ქართველ კოლეგას ერთობლივი ტურისტული ბიზნეს ფორუმებისა და გამოფენების ჩატარება შესთავაზა.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობა როგორც აბრეშუმი გზის იდეის განვითარებისთვის წარმატებული სადისკუსიო პლატფორმა პოლიტიკური და ბიზნეს ლიდერებისთვის", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფორუმის ფარგლებში, მარიამ ქვრივიშვილმა ასევე შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტიციების მინისტრ მოჰამედ ჰასან ალსუვაიდისთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები