შვეიცარიული საბანკო-საფინანსო გიგანტის, UBS-ის მფლობელობაში არსებული აქტივების საერთო მოცულობამ 1 ტრილიონ 100 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ქვეყნის ისტორიაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია.
UBS-ის წარმატება მისი მთავარი კონკურენტის, Credit Suisse-ის შეძენით არის განპირობებული, რომლის სანაცვლოდ მან დაახლოებით 3 მილიარდი ევრო გადაიხადა, რაც საუკუნის გარიგებად შეიძლება ჩაითვალოს. ამ ტრანზაქციის წყალობით, UBS-მა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში რეკორდული 29 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო.
პოზიტიური შედეგებს, ბუნებრივია, ინვესტორები დადებითად იღებენ, ერთწლიან პერიოდში UBS-ის აქციები 30%-ითაა გაზრდილი და კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2008 წლის $86-მილიარდიან ნიშნულს უახლოვდება.
ექსპერტების შეფასებით, UBS-ის ასეთი დრამატული ზრდა ქვეყნის ეკონომიკისთვის ხელსაყრელი არ არის, რადგან, საჭიროების შემთხვევაში, მის გადარჩენას ვერც სახელმწიფო შეძლებს. თავად ბანკს კი იმდენად დიდი სისტემური მნიშვნელობა აქვს, რომ მომავალში მისმა გაკოტრებამ, შესაძლოა, შვეიცარიის კოლაფსი გამოიწვიოს, ეს კი ის რისკია, რომელთან შეგუება ამჟამად ქვეყანას უწევს.