მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელი სტუდენტების რაოდენობა მხოლოდ სამედიცინო მიმართულებით იზრდება - შალვა ტაბატაძე

6385a4a81c4ff
თათია კაკიაშვილი
03.12.22 20:00
930
2015 წლიდან დღემდე, საქართველოში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა 14 000-ით გაიზარდა. მანამდე იყო დაახლოებით 6000 სტუდენტი და ახლა მათი რიცხვი 20 000-ს სცდება. ამის შესახებ BMG-ის განათლების მკვლევარმა შალვა ტაბატაძემ განუცხადა და დასძინა, რომ საერთაშორისო სტუდენტების ზრდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვეულებრივი ტენდენციაა.

ტაბატაძის თქმით, თუკი გლობალურად 2000 წელს სულ 2 მლნ საერთაშორისო სტუდენტი იყო, 2020 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 6,1 მილიონს გადააჭარბა, ანუ 3-ჯერ გაიზარდა. შესაბამისად, ეს ტენდენცია გარკვეულწილად საქართველოზეც აისახა.

„მეორე მხრივ, არის ტენდენცია, რომ ამ გაზრდილ რაოდენობას ხშირ შემთხვევაში ვეღარ უმკლავდებიან სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რის გამოც საერთაშორისო სტუდენტები ახალ-ახალ ადგილებს ეძებენ. ჩვენს შემთხვევაში, თუ ავიღებთ მათ შორის სტატისტიკურ მონაცემებს, თვალნათელია, რომ ერთი მხრივ, ეს ზრდა არის პოზიტიური, თუმცა ეს ზრდა ხდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულებით. ეს არის სამედიცინო მიმართულება და სხვა მიმართულებებს თუ ავიღებთ, ზრდა ფაქტობრივად არ შეინიშნება,” - განაცხადა შალვა ტაბატაძემ.

რამდენი უცხოელი სტუდენტია საქართველოში და რა უჯდებათ მათ სწავლა? - სტატისტიკა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები