მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოური ინვესტიციების მოზიდვა საქართველოს ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა - გიორგი არველაძე

63934ccd095ed
თელარა გელანტია
10.12.22 10:00
900
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის, გიორგი არველაძის აზრით, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია.

„რეალურად, რომ დავფიქრდეთ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში საქართველო ძლიერი არასდროს ყოფილა“, - თქვა გიორგი არველაძემ BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მთავარ გამოწვევებზე საუბრისას.

- თქვენი აზრით, რა გაზრდიდა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას?

- ალბათ, პოტენციურ ინვესტორთან ერთ ენაზე უნდა ვსაუბრობდეთ; ისეთი პირობები უნდა შეუქმნა, რომ თავი საიმედოდ იგრძნოს - უფრო გრძელი ვადით დარჩეს და დიდი თანხა ჩადოს შენს ქვეყანაში. იმედია, გაიზრდება საინვესტიციო მიმზიდველობა... ბოლო 20 წელია, საკმაოდ სუსტად ვართ წარმოდგენილი;

- სხვადასხვა ენაზე საუბრობენ მთავრობა და ინვესტორები?

- როცა ერთ ენაზე საუბრობ, თანხმდებით რაღაცაზე... არანაირად არ მინდა, ჩემი სიტყვები აღქმული იყოს პოლიტიკურ ჭრილში. ჩემი დაკვირვებით, ინვესტიციების მოზიდვაში ძლიერები არასდროს ვყოფილვართ.

#რედაქტ2-თან ინტერვიუში გიორგი არველაძემ საქართველოს წლევანდელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდაც შეაფასა და აღნიშნა, რომ „სიფრთხილე გვმართებს“. მაგალითად კი, რუსეთიდან რეკორდულად გაზრდილი ფულადი გზავნილების მოცულობა მოიყვანა, რომელიც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ფაქტორია, მაგრამ მასზე დიდი იმედები არ უნდა დავამყაროთ.

"ჩემი აზრით, აქ სიფრთხილე გვმართებს; მაგალითად, კარგად განვითარებული საბანკო სექტორი ასეთ რაღაცეებს ყოველთვის აანალიზებს ხოლმე და ბევრად კონსერვატიულად უდგება; უხეშად რომ ვთქვათ, შეიძლება ასეთ შემოსულ ფულზე დიდი იმედები არ დაამყაროს და არ ჩათვალოს, რომ ეს თანხა მასთან გრძელვადიანად, ასე 10 წელი იქნება; ალბათ, ქვეყანამაც ასე უნდა ჩათვალოს და ვიცოდეთ, რომ ეს დროებითია“, - ამბობს გიორგი არველაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები