საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 თვეში უცხოური საბანკო ბარათებით საქართველოში 1.7 მილიარდი ლარი დახარჯეს. აღნიშნული თანხა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 2.5-ჯერ მეტია.
საქართველოში არსებული ბანკომატებითა და პოს-ტერმიანლებით უცხოური ბარათებით 2.1 მილიონი ოპერაცია განხორციელდა, რაც დღეში საშუალოდ 71 გადახდას გულისხმობს, თანხის მოცულობა კი დაახლოებით 9.7 მილიონ ლარს შეადგენს.
უცხოური საბანკო ბარათებით გადახდები თვეების მიხედვით:
იანვარი - 257.330 მილიონი ლარი;
თებერვალი - 313.865 მილიონი ლარი;
მარტი - 310.876 მილიონი ლარი;
აპრილი - 230.526 მილიონი ლარი;
მაისი - 309.782 მილიონი ლარი;
ივნისი - 291.209 მილიონი ლარი.
სავარაუდოდ, ამ სტატისტიკაში არ შედის რუსული საბანკო ბარათები, რადგანაც მარტის დასაწყისიდან რუსული ბანკების მიერ გაცემული Mastercard და Visa ბარათების მომსახურება შეწყდა.




























