მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავი ქონების სექტორს საბანკო კრედიტების 91% უცხოურ ვალუტაში აქვს აღებული

ექვს თვეში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა შემცირდა, სამშენებლო ფართი გაიზარდა

უძრავი ქონების სექტორი დაკრედიტების მხრივ ყველაზე დოლარიზებულია - ამის შესახებ ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. მისი მიხედვით, ბანკებს უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორზე სულ 3.6 მილიარდი ლარის კრედიტები აქვთ გაცემული, საიდანაც 3.25 მილიარდი ლარი უცხოური ვალუტის სესხებია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში დეველოპმენტის დაფინანსების 91% უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული. რაც შეეხება ლარის სესხებს, ამ სექტორში ლარით დაფინანსების მოცულობა 323 მილიონი ლარია.

ეროვნული ბანკის სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ასევე მაღალია უცხოური ვალუტის წილი უძრავი ქონების მენეჯმენტში გაცემული კრედიტების სექტორში, რომლის მთლიანი მოცულობაც 3 მილიარდი ლარია, აქედან უცხოური ვალუტის სესხების მოცულობაა 2.4 მილიარდი ლარი, რაც დოლარიზაციის 80%-იან მაჩვენებელს წარმოადგენს.

სასტუმროებისა და რესტორნების სექტორის მთლიანი დაკრედიტების ზომაა 3.1 მილიარდი ლარი, საიდანაც უცხოურ ვალუტაში გაცემულია ასევე 2.4 მილიარდი ლარის სესხები, რაც 76%-იან დოლარიზაციას ნიშნავს.

ეროვნული ბანკის მიხედვით, გაცილებით დაბალია დოლარიზაციის მაჩვენებელი მშენებლობის სექტორში, სადაც გაცემული კრედიტების მოცულობა 949 მილიონი ლარია, საიდანაც უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების წილია 48%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები