მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი ასპექტები - "გრანთ თორნთონის" რჩევები

გრანთ თორნთონი
25.07.24 11:58
625

უძრავი ქონების ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობები და ვალდებულებები, შესაძლოა, ძირითადი ხელშეკრულების გაფორმებამდეც წარმოიშვას მხარეთა შორის, კერძოდ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმდება ძირითადად მაშინ როცა ნასყიდობის საგანი ასაშენებელი ქონებაა და ჯერ კიდევ დაუსრულებელია მშენებლობის პროცესი.

წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს ე.წ. დამზღვევ საშუალებას ძირითადი ხელშეკრულებისთვის ისეთ ფაქტობრივი გარემოების დროს როცა მისი დადება ვერ ან არ ხორციელდება გარკვეული მიზეზებისა თუ პირობების გამო.

მეტი სიცხადისთვის შეგვიძლია მოვიყანოთ მაგალითები ხელშეკრულების ორივე მხარის შემთხვევაში - პირობითად, როდესაც მყიდველს არ აქვს საკმარისი/ერთიანი თანხა ქონების შესაძენად, ან ნასყიდობის საგანი ასაშენებელი ქონებაა და იგი წარმოადგენს სამომავლო საგანს ან შესაძლოა გამყიდველ მხარეს აღებული აქვს ვალდებულება, რომ პირობითად დაასრულებს მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს.

ასეთ შემთხვევაში კანონი მხარეებს აძლევს შესაძლებლობას გააფორმონ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც შემდგომში ძირითადი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებას წარმოშობს. შესაბამისად შესაძლებელია ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებაში გაიწეროს ყველა ის არსებითი/ძირითადი პირობა, რაც მხარეებს სურთ რომ გაითვალისწინონ უკვე ძირითად ხელშეკრულებაში.

რაც შეეხება ფორმას, უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება აუცილებლად წერილობითი ფორმით უნდა დაიდოს. რაც განპირობებულია იმით რომ კანონი უძრავი ქონების შემთხვევაში გარიგების ფორმად აუცილებლად წერილობით ფორმას ითვალისწინებს.

ხელშეკრულების პირობები, მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, აბსოლუტურად მხარეთა შეთანხმების საგანს წარმოადგენს.

წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება მიზანშეწონილია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში. ამ გზით მყიდველი დარეგისტრირდება როგორც მომავალი მესაკუთრე, რაც, თავის მხრივ, ამ მშენებარე უძრავი ქონების ხელახალი გაყიდვისგან დაცვას ემსახურება

უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებაში მხარეებს შეუძლიათ დეტალურად გაწერონ და მოაწესრიგონ, ძირითადი ხელშეკრულების დადების ვადები და პირობები, თუ კონკრეტულად როდის უნდა მოხდეს ძირითადი ხელშეკრულების გაფორმება, ან რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ მხარეებს ვალდებულების დარღვევისათვის.

უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით, შესაძლებელია მხარეთა შორის მოხდეს შეთანხმება, იმაზე, რომ თუკი შემძენი შეასრულებს თავის ვალდებულებას, იგულისხმება ფულადი ვალდებულება/ნასყიდობის ღირებულების სრულად დაფარვა. მას შეუძლია გამყიდველის გარეშე, წარუდგინოს საჯარო რეესტრს, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (საბანკო გადარიცხვის ქვითარი) და მომავალი მესაკუთრის სტატუსი შეცვალოს მესაკუთრის სტატუსით.

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები