2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ფიფამ და უეფამ რუსული ნაკრებები და კლუბები ყველა ტურნირიდან ჩახსნა. 26 სექტემბერს კი უეფა რუსეთის 17 წლამდე ნაკრების ახალგაზრდების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვების ინიციატივით გამოვიდა.
ამას, რა თქმა უნდა, უკრაინის და სხვა ევროპული ქვეყნების პროტესტი და ბოიკოტირებით მუქარა მოჰყვა, რის გამოც უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდრ ჩეფერინმა ერთპიროვნულად, ორგანიზაციის სხვა წევრებთან კონსულტაციის გარეშე, გადაწყვიტა ეს საკითხი უეფას აღმასკომის სხდომაზე განსახილველად გამოეტანა.
უეფაში ვერ მოიძიეს ის ტექნიკური გადაწყვეტილება, რაც რუსებს საერთაშორისო ტურნირზე თამაშის შესაძლებლობას მისცემდა, ამავდროულად კი ორგანიზაციაში განიხილეს ბოიკოტირების მასშტაბების გაზრდის საშიშროებაც და საბოლოოდ მოცემული გადაწყვეტილება უკან გაიწვიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსი სპორტსმენი ახალგაზრდები საერთაშორისო ტურნირებზე კვლავ არ დაიშვებიან.