მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

UEFA-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობა - დიდი საფეხბურთო საღამო დედაენას ბაღში

649030c997ebd
BM.GE
20.06.23 09:00
518
UEFA-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში, დედა ენას ბაღში დიდი საფეხბურთო საღამო გელოდებათ. კოკა-კოლა და ფეხბურთი ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. როდესაც მთელი მსოფლიო ჩართულია საუკეთესო საფეხბურთო ნაკრების გამოკვლევის პერეპეტიებში, კოკა-კოლა გულშემატკივრებს ამხნევებს და არანაკლებ მომზიდველ სანახაობას თავაზობს. ასე ხდება წელს საქართველოში.

ზამთრის კეთილი ზღაპარი, ზაფხულის დიდ სანახაობად რომ იქცეს, საჭიროა საქართველოში 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობდეს. ეროვნული ნაკრების ჰიმნის რითმებს აყოლილი მუსიკოსები, მომხიბვლელი ახალგაზრდები და საფეხბურთო ფინტების დიდოსტატები კოკა-კოლას სადღესასწაულო ქარავანის განუყოფელს ნაწილს შეადგენენ, რომელმაც სტარტი აიღო 26 მარტს, ბათუმში, და დღეს დედაქალაქში გამოჩნდება და ხალისსა და გართობას მოიტანს.

ზამთრის ჯადოსნური ქარავანის გაზაფხულის ცეცხლოვან შოუდ ტრანსფორმირების იდეა 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობს ემსახურება და პირველად ისტორიაში ქართულ გულშემატკივარს, დედაქალაქის მაცხოვრებლებს, შესაძლებლობა ექნება UEFA-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასი საქართველოში იხილოს. გულშემატკივრებს და ნებისმიერ მსურველს სამახსოვრო ფოტოს გადაღების შესაძლებლობაც მიეცემათ.

ტურნირის მთავარი სიმბოლო, ევროპის ჩემპიონატის თასი, რომელმაც ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქები, ბათუმი და ქუთაისი ადგილობრივი პარტნიორის კოკა-კოლას ჯადოსნურ ქარავანთან ერთად მოიარა, მოგზაურობას 20 ივნისს, თბილისში დაასრულებს.

UEFA-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე წლის 21 ივნისიდან - 8 ივლისი ჩათვლით საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება, ხოლო კოკა-კოლას ჯადოსნური ქარავანი კი კვლავ კი კვლავ ჩვეულ სახეს მიიღებს და ზამთრის ლამაზ ზღაპრად გადაიქცევა

დასკვნითი ღონისძიება დედა ენას ბაღში 20 ივნისს გაიმართება და 21 ივნისიდან ტურნირის გამარჯვებულის გამოვლენას დაელოდება და 8 ივლისს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდულ ნაკრებს ბათუმში გადაეცემა.

19:00 საათიდან დედა ენას ბაღში სხვადასხვა აქტივობები იგეგმება, მათ შორის, მოეწყობა საკვები და გასართობი სივრცეები. გულშემატკივარს საშუალება ექნება ჩაერთოს სხვადასხვა საფეხბურთო აქტივობებსა და გათამაშებებში.

21:00 საათზე ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის თასის ოფიციალური ღონისძიება გაიმართება. გულშემატკივრებს და ნებისმიერ მსურველს სამახსოვრო ფოტოს გადაღების შესაძლებლობაც ექნებათ.
22:45 საათზე ფეხბურთის გულშემატკივარს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩის, შოტლანდია-საქართველოს დიდ ეკრანზე ყურების საშუალება მიეცემათ.

შეგახსენებთ, რომ უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ბილეთების შეძენა under21tickets.ge-ზეა შესაძლებელი.

ღონისძიების დასაწყისი: 20 ივნისი, 19:00 საათიდან
21:00 საათი - თასის შემოსვლის ღონისძიება
22:45 საათი - შოტლანდია საქართველო - პირდაპირი რეპორტაჟი დიდ ეკრანზე
მისამართი: თბილისი, დედაენის ბაღი

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები