მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უგულშემატკივრე საქართველოს ნაკრებს ტრიბუნიდან -“კოკა-კოლას” გათამაშების დასრულებამდე ცოტა დრო რჩება

კოკა კოლა გათამაშება
21.05.24 10:05
2677

ვინ მიიღებს საგზურს ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად და საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობისათვის 25 მაისს 21:30 საათზე ლატარიის პრინციპით საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში გაირკვევა.

გათამაშებაში მონაწილეობა მარტივია.

  • შეიძინე კოკა-კოლა კლასიკის ან კოკა-კოლა ზეროს 0,5L ბოთლი მწვანე თავსახურით
  • დაასკანერე ბოთლის შეფუთვაზე განთავსებული QR კოდი
  • გაიარე მარტივი რეგისტრაცია საიტზე
  • შეიყვანე თავსახურის ქვეშ მოთავსებული რვანიშნა კოდი და მიიღე გათამაშების 1 ბილეთი
  • უქომაგე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კოკა-კოლასთან ერთად!
  • თითო კოდი, თითო მოგების შანსია!
  • დამატებითი ბილეთის მიღება შეგიძლია ყოველ ჯერზე ახალი რვანიშნა კოდის შეყვანით.

გათამაშების 3 იღბლიან გამარჯვებულს გადაეცემა 10-დღიანი საგზური 2 ადამიანისთვის, გერმანიაში, საქართველოს ნაკრების თამაშებზე. კერძოდ: ავიაბილეთები, ტრანსფერი, სასტუმრო და მატჩზე დასასწრები ბილეთები, დუსელდორფსა და ჰამბურგში.

გარდა ამისა, 4 გამარჯვებული PlayStation 5-ის სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებს, რომელშიც შედის: PlayStation 5 Slim Disc Version White, საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური საფეხბურთო აქსესუარები და კოკა-კოლას საკოლექციო გამოშვების შეკვრა.

კიდევ 4 გამარჯვებულისთვის კი Samsung-ის პროექტორის სასაჩუქრე ნაკრებია გამზადებული: Samsung 100 Full HD Portable Projector The Freestyle, საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური საფეხბურთო აქსესუარები და კოკა-კოლას საკოლექციო გამოშვების შეკვრა.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან 25 მაისს 21:30 საათზე ლატარიის პრინციპით საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში.

ფეხბურთში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, 26 მარტს, ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. საქართველოს ნაკრები კი F ჯგუფში - თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად - 18, 22 და 26 ივნისს, ითამაშებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები