მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკიდურესად შეშფოთებულები ვრჩებით საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით - UK-ს მინისტრი

12

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი განვითარების საკითხებში ბარონესა ჩაპმანი აცხადებს, რომ უკიდურესად შეშფოთებულნი არიან საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით, მათ შორის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით.

ასე უპასუხა მან ლორდი მიურეის კითხვას, რომელიც დაინტერესდა რა დისკუსიები გამართა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართულ მხარესთან სიტყვის თავისუფლებასთან და კანონის უზენაესობასთან დაცვასთან დაკავშირებით.

ბარონესა ჩაპმანის თქმით, 16 ოქტომბერსა და 21 ოქტომბერს სამეფოს სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი "ქართული ოცნების საგარეო მინისტრსა" და "ქართული ოცნების საგარეო მინისტრის პირველ მოადგილეს" შეხვდა და მათ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებისა და საპროტესტო აქციების პოლიციური კონტროლის საკითხებზე ელაპარაკა. საქმე ის არის, რომ შეხვედრის შესახებ აქამდე ცნობილი არ იყო.

"უკიდურესად შეშფოთებულები ვრჩებით საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით მათ შორის, სიტყვის თავისუფლებაზე შეზღუდვებითა და პოლიციის მხრიდან საპროტესტო აქციების კონტროლით. ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა (სტივენ დაუთიმ) ეს საკითხები პირადად "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილთან წამოაყენა 16 ოქტომბერს და "ქართული ოცნების" საგარეო მინისტრის პირველ მოადგილე ზურაბაშვილთან 21 ოქტომბერს. დიდი ბრიტანეთი ასევე მხარს უჭერს ეუთოსა და ევროსაბჭოს ძალისხმევას, წნეხი მოხდეს საქართველოზე, რათა დაიცვას დემოკრატიული სტანდარტები", - წერს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები