მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინა აცხადებს, რომ Vodafone-ი შავი ზღვის ინტერნეტ კაბელს გაიყვანს, რაც უკრაინას, ბულგარეთს, საქართველოს და თურქეთს დაუკავშირდება

წყალქვეშა ინტერნეტ კაბელი

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, Vodafone Group-მა და Vodafone უკრაინამ დაიწყეს წყალქვეშა საკომუნიკაციო სისტემის — Kardesa-ს - მშენებლობაზე მუშაობა, რომელიც დააკავშირებს უკრაინას, ბულგარეთს, თურქეთსა და საქართველოს.

ახალი მარშრუტი გაივლის შავი ზღვის ფსკერზე და გახდება ევროპის და აზიის დამაკავშირებელი ციფრული დერეფნის ნაწილი. კაბელის გამტარობა წამში 500 ტერაბაიტზე მეტი იქნება. პროექტის მშენებლობა 2027 წლიდან უნდა დაიწყოს და მისი საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონ ევროზე მეტი იქნება.

პროექტის მიზანია შავი ზღვის რეგიონში კომუნიკაციების საიმედოობისა და უსაფრთხოების გაზრდა და ალტერნატიული მარშრუტის შექმნა, რომელიც თავიდან აიცილებს რუსეთის გავლას.

პროექტის ინვესტორი გლობალური კომპანია Vodafone-ი და Vodafone უკრაინა იქნება.

2019 წლიდან Vodafone უკრაინის მფლობელი აზერბაიჯანული ბიზნეს ჯგუფი Neqsol-ია, რომლის დამფუძნებელიც ბიზნესმენი ნასიბ ჰასანოვია.

პროექტს განხორციელებისთვის ყველა მონაწილე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მხრიდან შესაბამისი ნებართვა ესაჭიროება.

ამჟამად საქართველო ევროპიდან ინტერნეტს ბულგარეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ინტერნეტ კაბელის მეშვეობით იღებს, რომელიც კომპანია "კავკასუს ონლაინის" საკუთრებაშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები