მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინა რუსეთისა და ბელორუსის IMF-დან და მსოფლიო ბანკიდან გარიცხვას ითხოვს

6224fe27411b6
მარიამ ვარადაშვილი
06.03.22 22:29
1080

უკრაინა რუსეთისა და ბელორუსის საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან და მსოფლიო ბანკიდან გარიცხვას ითხოვს. 

როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ტივიტერზე წერს, შესაბამისი თხოვნით აშშ-ს, კანადას, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, იტალიასა და იაპონიას უკვე მიმართეს.

“ამ ქვეყნებმა დაარღვიეს საერთაშორისო ვალდებულება და საკუთარი პოლიტიკა ომად აქციეს. მოდი, ისინი ერთად შევაჩეროთ”,-წერს ის ტვიტერზე. 

რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ბანკმა რუსეთსა და ბელარუსში ყველა პროგრამა დროებით შეაჩერა. მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენცია და მის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყებაა. 

განვითარების ბანკი აცხადებს, რომ 2014 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის რეგიონის ანექსია მოახდინა, ბანკს რუსეთისთვის ახალი სესხი არ დაუმტკიცებია და არც რაიმე ინვესტიცია განუხორციელებია. 

ბანკის ინფორმაციითვე, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რასაც აშშ-ის სანქციები მოჰყვა, ბელორუსისთვისაც არ დაუმტკიცებია სესხი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები