მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინა უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის დამყარებისთვის მზადაა - ვოლოდიმირ ზელენსკი

მერცი
BM. GE
18.08.25 21:47
327

თეთრი სახლის ისტორიული სამიტის დაწყებამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ის საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა. ის წერს, რომ ახლა შეხვედრაში მონაწილე ყველა ლიდერის მიზანი უკრაინისა და მთლიანად ევროპისთვის გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა უნდა იყოს.

“ჩვენ გვესმის, რომ პუტინი აგრესიასა და დაპყრობითი ბრძოლების წარმოებას საკუთარი ნებით არ დაასრულებს. სწორედ ამიტომ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ როგორც ევროპამ, ისე ამერიკამ მასზე ზეწოლა ერთობლივად განახორციელოს. მასზე ზეწოლა უნდა მოახდინონ მათაც, ვინც საერთაშორისო წესრიგს პატივს სცემენ.” - დაწერა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საჭიროა სისხლის ღვრის დასრულება. ის მადლობას უხდის ყველა პარტნიორს, ვინც ამ პროცესში უკრაინას უდგას გვერდით და ქვეყანას ღირსეული მშვიდობის დამყარებაში ეხმარება.

“სამიტის დაწყებამდე მე NATO-სა და ევროკომისიის ხელმძღვანელებთან, ასევე ფინეთის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის ლიდერებთან ერთად შევაჯერე, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი პოზიცია პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრისას. უკრაინა მზადაა უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის დამყარების და რეალური შეთანხმებისთვის. ჩვენ მშვიდობა გვჭირდება.” - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები