ევროკავშირის გადაწყვეტილებით, უკრაინის მთავრობამ გაყინული რუსული აქტივებიდან 2.5 მილიარდი ევრო მიიღო.
ეს პირველი ტრანშია, რომელიც €50-მილიარდიანი დახმარების პაკეტის ნაწილია. თავად ზემოხსენებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი კი იმ აქტივების მიერ გენერირებული მოგებიდან იქნა მიღებული, რომელიც ევროკავშირის მიერაა გაყინული.
„რუსეთის ვალდებულებები საერთაშორისო კანონმდებლობით, გადაიხადოს მის მიერ მიყენებული ზიანი, ნათელია და ჩვენ ვაგრძელებთ ყველა შესაძლო კანონიერი გზის განხილვას, რომლითაც რუსეთს აიძულებს, რომ შეასრულოს ეს ვალდებულებები“, - აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.
საერთო ჯამში, ევროკავშირის მიერ დაახლოებით 300 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივებია გაყინული, ევროკავშირი კი ეტაპობრივად ამ აქტივების უკრაინისთვის გადაცემას გეგმავს.