30 აგვისტოს ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დრონების გამოყენებით იერიში მიიტანეს კრასნოდარის მხარის და სამარის ოლქის ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე რუსეთში. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.
გენერალური შტაბის მონაცემებით, კრასნოდარის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა წელიწადში 3 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტებს - ბენზინს, დიზელს, საავიაციო საწვავს აწარმოებს. ის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მომარაგებაში მონაწილეობს.
აგვისტოს თვეში უკრაინულმა მხარემ რუსული ნავთობგადამმუშავებლების 20% გამოიყვანა მწყობრიდან.




























