მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინამ რუსეთის მსხვილ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას „სლავნეფტ-იანოსს“ დრონებით დაარტყა

უკრაინა

უკრაინამ, 28 მარტის ღამეს, რუსეთის მსხვილ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანას „სლავნეფტ-იანოსს“ დრონებით დაარტყა. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად ქარნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. უწყება განმარტავს, რომ შეტევა რუსი აგრესორის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირების მიზნით განხორციელდა.

ნოვო-იაროსლავლის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა სლავნეფტ-იანოსი“ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწარმო და რუსული ნავთობგადამმუშავებელი დარგის ერთ-ერთი საკვანძო ობიექტია, რომლის სიმძლავრეც წელიწადში დაახლოებით 15 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს. ქარხანა ბენზინს, დიზელსა და საავიაციო საწვავს აწარმოებს; უკრაინელი სამხედროების მტკიცებით, მისი პროდუქცია რუსული არმიის ლოგისტიკისთვის „კრიტიკულად მნიშვნელოვანია“.

იაროსლავლის ოლქის ხელისუფლება ღამით უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მასირებული შეტევის შესახებ იტყობინებოდა, თუმცა არა ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე დარტყმის თაობაზე.

ოლქის გუბერნატორმა, მიხეილ ევრაევმა მანამდე განაცხადა, რომ იაროსლავლთან ახლოს დრონებით შეტევა ამხანაგობა „სადოვოეზე“ (საგარეუბნო დასახლება) განხორციელდა, რის შედეგადაც აგარაკზე დარტყმისას იქ მყოფი ბავშვი დაიღუპა, ხოლო მისი მშობლები მძიმედ დაიჭრნენ.

ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაზე დრონების იერიშის შესახებ რუსული მედიაში ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, 28 მარტის დილის მონაცემებით, შეტევის შედეგად ლენინგრადის ოლქში, დილის მონაცემებით, ნავთობგადამმუშავებელ ქარხანა „ნოვატეკ-უსტ-ლუგაში“ და ნავთობტერმინალში „ტრანსნეფტ-პორტ პრიმორსკი“ ხანძარი კვლავ გრძელდება.

"უკრაინის თავდაცვის ძალები კვლავაც სისტემატურად გააგრძელებენ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია რუსი აგრესორის შეტევის დასუსტებისა და საბრძოლო პოტენციალის შემცირებისკენ", - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

რუსეთის ნავთობის საექსპორტო სიმძლავრეების 40% პარალიზებულია - Reuters-ის ექსკლუზივი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები