მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინამ სარატოვის ნავთობგადასამუშავებელ საწარმოზე დრონებით იერიში მიიტანა

დრონებით შეტევა

10 აგვისტოს უკრაინამ რუსეთის ქალაქ სარატოვში მდებარე ნავთობგადამმუშაველ ქარხანაზე მიიტანა შეტევა. დრონებით იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

Reuters უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა რუსულ მხარეს ამის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მხოლოდ მოგერიებული დრონების შესახებ იტყობინება და აცხადებს, რომ ჯამში 121 დრონი გაანადგურეს. თუმცა მოქალაქეების მიერ სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოებსა და ვიდეოებში ძლიერი აფეთქება და შავი კვამლი ჩანს. მოგვიანებით სარატოვის გუბერნატორმა დაადასტურა "სამრეწველო საწარმოს" დაზიანებისა და ერთი ადამიანის დაღუპვის ფაქტი.

Rosneft-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სარატოვში მდებარე საწარმო 2013 წლიდან მათ საკუთრებაშია და მას წლიურად 7 მლნ ტონა ნავთობის გადამუშავება შეუძლია. დრონებით შეტევის გამო, რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლებამ, როსავიაციამ 10 აგვისტოს რამდენიმე საათით სარატოვის მიმართულებით ფრენები შეაჩერა.

ნავთობგადასამუშავებელ საწარმოზე თავდასხმაზე ინფორმაცია უკრაინულმა მხარემაც გაავრცელა. ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ქარხანა რუსეთის საწვავის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი საკვანძო ობიექტია და ის საოკუპაციო ძალების ნავთობპროდუქტებით მომარაგებაშია ჩართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები