მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, იგივე ელის საქართველოს, როდესაც გადაიდგმება აუცილებელი ნაბიჯები"- მიშელი

შარლ მიშელი

„გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. და იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს,"- განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენმა შარლ მიშელმა სლოვენიაში ბლედის სტატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მიშელმა გაფართოების აუცილებლობაზე საუბრისას კონკრეტული თარიღი დაასახელა და თქვა, რომ ევროკავშირიც და მომავალი წევრი სახელმწიფოებიც 2030 წლისთვის უნდა მოემზადონ. 

„გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. და იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია. ეს იქნება რთული და ზოგჯერ მტკივნეულიც, მომავალი წევრი სახელმწიფოებისთვის და ევროკავშირისთვისაც“,- განაცხადა მიშელმა. 

შარლ მიშელმა საქართველო კიდევ ერთხელ ამჯერად ბოსნია და ჰერცოგოვინასთან ერთად ახსენა, მან აღნიშნა, რომ EU მზად უნდა იყოს გახსნას მოლაპარაკებები გაწევრიანების თაობაზე მოლდოვასა და უკრაინასთან, ხოლო შემდგომში ამ მაგიდას საქართველო და ბოსნია და ჰერცოგოვინაც უნდა შეუერთდნენ, რაც დასრულდება ამ ქვეყნების მხრიდან საჭირო ნაბიჯების გადადგმა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები