მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინას მოკავშირეები მილიარდი ევროს დახმარებას დაჰპირდნენ

63999704847c7
მარიამ ვარადაშვილი
14.12.22 14:59
540
მსოფლიოს 70 ქვეყანამ და სხვადასხვა ინსტიტუტმა უკრაინას მილიარდი ევროს დახმარება აღუთქა. უკრაინის დასახმარებლად გამართულ გლობალურ შეხვედრას პარიზი მასპინძლობდა, რომელსაც უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც ესწრებოდნენ.

“პარიზში გამართულ კონფერენციაზე მილიარდ ევროზე მეტი შევაგროვეთ. თანხას ქვეყანა აპრილისთვის მიიღებს. უკრაინის მოქალაქეებო, ჩვენ თქვენს მიმართ სოლიდარულნი ვართ”,-წერს მაკრონი ტვიტერზე.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, თანხის თითქმის ნახევარი უკრაინის ენერგეტიკული სექტორის დახმარებას მოხმარდება, რომელზეც ზამთრის დადგომისთანავე რუსეთი მიზანმიმართულ სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს. დარჩენილი ნაწილი კი ქვეყნის სხვადასხვა სექტორს მოხმარდება, როგორებიცაა: ჯანდაცვა, წყალმომარაგება და ტრანსპორტი.

დენის შმიგალის შეფასებით, მიღებული დახმარება იმის დასტურია, რომ ცივილიზებული სამყარო უკრაინას უჭერს მხარს.

როგორც Reuters წერს, ფორუმი საფრანგეთის პრეზიდენტისთვის ასევე იყო შესაძლებლობა, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა, რადგან გასულ კვირაში რუსეთზე გაკეთებული განცხადების გამო ის კიევშიც გააკრიტიკეს. მაკრონის განცხადება რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას შეეხებოდა. სიტყვით გამოსვლისას მაკრონმა უკრაინისთვის უკვე გაწეულ დამხრებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საფრანგეთი დამატებით 63 გენერატორს გაუგზავნის კიევს, 100 გენერატორი საფრანგეთისგან უკრაინამ ნოემბერში უკვე მიიღო. მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება ჯამში 200 მილიონ ევროს მიაღწევს. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით უკრაინის პრეზიდენტმაც მიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები