უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის Antonov-26-ის ჩამოვარდნის შედეგად, 25 ადამიანი დაიღუპა. CNN-ის თანახმად, შემთხვევა ქალაქ ხარკოვის მიმდებარედ, ჩუხუივის სამხედრო აეროპორტიდან 2 კილომეტრის მოშორებით მოხდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავში სულ 27 პირი იყო.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 22 დაღუპულის შესახებ, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ დაღუპულა რიცხვი 25-ია, ორი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათი მდგომარეობა მძიმეა.
ხარკოვის რეგიონალური გუბერნატორის, ოლექსი კუჩერის თქმით, პირველადი ინფორმაციით, ხომალდის პილოტმა ჩამოვარდნამდე ერთი ძრავის უკმარისობაზე განაცხადა.