მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინაში ფურცლოვანი მინის დიდი საწარმო აშენდება

უკრაინა

უკრაინული EFI Group-ის წევრმა კომპანია NovaSklo-მ იაპონურ მინის მწარმოებელ NSG Group-თან თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის ფარგლებშიც კიევის რეგიონში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ფურცლოვანი მინის საწარმო აშენდება.

თავად NSG Group-ი სექტორის პიონერია და ას წელზე მეტია, რაც მინის წარმოების ტექნოლოგიას ავითარებს. პროდუქციის დიზაინის, დამზადებისა და წარმოების საკითხებს სწორედ იაპონური კომპანია ჩაიბარებს. შეთანხმების თანახმად, ახალი ობიექტი ენერგოეფექტურობის, მდგრადობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს და გაეროს ESG მიზნების გათვალისწინებით შეიქმნება.

არსებული ინფორმაციით, ახალი ობიექტი 300 სამუშაო ადგილს შექმნის და იმპორტირებულ მინაზე უკრაინის დამოკიდებულებას შეამცირებს. ამასთან, ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ზომის სამშენებლო კომპანიების განვითარებას. მშენებლობისთვის მზადება უკრაინულმა NovaSklo-მ უკვე დაიწყო. მათ უკვე წარადგინეს საწარმოს პროექტი და გააფორმეს ხელშეკრულებები იმ კომპანიებთან, რომლებიც მინის დამზადებისთვის აუცილებელ დანადგარებს ქმნიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები