CoinMarketCap-ის თანახმად, ბიტკოინი ივაჭრება 34,969 დოლარად, ეს არის 8%-ზე მეტი კლება გუშინდელ ფასთან შედარებით.
უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, ქვეყანაში დაიხურა საჰაერო სივრცეც. რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა უკრაინულ ქალაქებზე.
მომხდარის შემდეგ, ნავთობის ფასი ბარელზე 100 დოლარს ასცდა, საფონდო ბირჟებზე კი ვარდნა იყო.
აშშ და დიდი შვიდეული დღეს რუსეთის მიმართ ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე იმსჯელებს.




























