მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინელები იბრძვიან ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის - კლიჩკო

621d968fd8bf9
თელარა გელანტია
01.03.22 07:42
779
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინელები იბრძვიან ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის. „მზად ვართ ვიბრძოლოთ და მოვკვდეთ ჩვენი სამშობლოსთვის“, - უთხრა მან CNN-ს.

კლიჩკო უკრაინელ ჯარისკაცებს "გმირებს" უწოდებს და აცხადებს, რომ ამაყობს ქვეყნის ჯარით და მშვიდობიანი მოქალაქეებით, რომლებმაც იარაღი აიღეს დედაქალაქის დასაცავად.

„მოქალაქეები იღებენ იარაღს და მზად არიან დაიცვან საკუთარი სახლები, ოჯახები, ჩვენი მომავალი და ჩვენი ქვეყანა. მზად ვართ ვიბრძოლოთ და მოვკვდეთ ჩვენი სამშობლოსთვის, ოჯახებისთვის, რადგან ეს ჩვენი სახლია. ეს ჩვენი მომავალია და ვიღაცას სურს, ჩვენს სახლში შემოვიდეს და მომავალი მოგვპაროს,”- აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კლიჩკოს თქმით, კიევი რუსული ჯარების გაუჩერებელი თავდასხმის ქვეშ იმყოფება.

"ბოლო ოთხი დღეა ჩვენ ვუსმენთ აფეთქებებს ყოველ საათში ერთხელ. ხალხი ძალიან ნერვიულობს, ისინი თავს ბუნკერებს აფარებენ“, - თქვა მან.

BBC-ის ინფორმაციით, გვიან ღამით რუსულმა ჯარებმა დედაქალაქ კიევის წინააღმდეგ შეტევა განაახლეს. „კიევის ირგვლივ ვითარება კვლავ დაძაბულია“, - აცხადებდა უკრაინის გენერალური შტაბი .

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები