მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა გრივნის დასტაბილურებისთვის $605 მლნ გაყიდა

63fc5cb08b06f
შოთა ტყეშელაშვილი
27.02.23 11:45
919
"უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, 20-24 თებერვლის კვირაში უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა ბანკთაშორის ბაზარზე 605 მილიონი დოლარი გაყიდა და 9.7 მილიონი დოლარი შესიყიდა. 13-17 იანვრის პერიოდში კი უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა 660 მილიონი დოლარი გაყიდა.

2022 წლის თებერვლიდან უკრაინული გრივნის გაცვლითი კურსი ფაქტობრივად სახელმწიფოს მიერ არის ფიქსირებული. გასული წლის თებერვალი-ივლისის პერიოდში ერთი დოლარი 29 გრივნა ღირდა, რის შემდეგაც ივლისის ბოლოს დოლართან კურსი 36.6 გრივნა გახდა, რასაც უკრაინის ცენტრალური ბანკი ინტერვენციებით ამ დრომდე ინარჩუნებს.

უკრაინის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, მათი საერთაშორისო რეზერვები 29.9 მილიარდ დოლარს შეადგენს.

2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა გრივნას დასტაბილურებისთვის რეზერვებიდან 26.7 მილიარდი დოლარი გაყიდა. მათ შორის 2023 წლის იანვარში რეზერვების ხარჯმა 3.08 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები