უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყანაში რუსული და ბელარუსული რუბლებით სავალუტო ოპერაციების განხორციელება აკრძალა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Ukrinform-ი წერს.
„აკრძალულია უფლებამოსილი დაწესებულებისთვის ნებისმიერი სავალუტო ტრანზაქციის განხორციელება: რუსული და ბელარუსული რუბლის გამოყენებით, რომლის მონაწილე არის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც არის რუსეთის ფედერაციაში ან ბელარუსის რესპუბლიკაში დაფუძნებული“, - ნათქვამია რეზოლუციაში.
დოკუმენტი ასევე არეგულირებდა საომარ პერიოდში სავალუტო ბაზრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის საბჭომ 24 თებერვალს დილით მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად, ბანკები ფილიალების უწყვეტ რეჟიმში მუშაობას უზრუნველყოფენ.
ამავდროულად, შეიზღუდა კლიენტის (ფიზიკური პირების) ანგარიშიდან ნაღდი ფულის გატანა დღეში 100 000 გრინვაზე დიდი ოდენობით.




























