მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა წელს გრივნას კურსის დასარეგულირებლად $12 მილიარდი გაყიდა

64999cc411236
შოთა ტყეშელაშვილი
26.06.23 18:31
1030
უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა გრივნას გაცვლითი კურსის დასარეგულირებლად, 2023 წლის განმავლობაში 11.9 მილიარდი დოლარი გაყიდა - ამის შესახებ ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.

უკრაინის ცენტრალური ბანკი ყოველკვირეულად 400 მილიონ დოლარზე მსხვილ ინტერვენციებს ატარებს, მათ შორის 19-23 ივნისის პერიოდში ინტერვენციების ზომამ 435 მილიონი დოლარი შეადგინა.

ამჟამად ერთი დოლარი 37 უკრაინული გრივნა ღირს. ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის ეროვნული ვალუტა მართვით გაცვლით კურსზე გადავიდა. 2022 წლის თებერვალ-ივლისში კურსი დოლართან ფიქსირებული იყო 29.6-ის ნიშნულზე, ხოლო ივლისის შემდეგ ის ფიქსირებულია 37-ის ნიშნულზე. შესაბამისად, ცენტრალური ბანკი მუდმივ რეჟიმში ახდენს ინტერვენციებს ამ პარიტეტის შენარჩუნებისთვის.

რეკორდული ინტერვენციების მიუხედავად, უკრაინის სავალუტო რეზერვები 11 წლის მაქსიმუმზეა და ის 37.32 მილიარდ დოლარს შეადგენს. Reuters-ის თანახმად, ამის მიზეზს საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკრაინისთვის გაწეული მაკრო-ფინანსური დახმარება წარმოადგენს.

2023 წლის განმავლობაში უკრაინამ 22 მილიარდი დოლარის მაკრო-ფინანსური დახმარება მიიღო.

Reuters-ის თანახმად, უკრაინის ცენტრალური ბანკი ამჟამად მონეტარული პოლიტიკის შემცირებას გეგმავს. გასული წლის ზაფხულიდან საბაზისო განაკვეთი 25%-ს შეაგენს, თუმცა უკვე მაისში ინფლაცია მოსალოდნელზე სწრაფად შემცირდა და მან 13.5% შეადგინა, ამის გამო ცენტრალური ბანკი მომდევნო თვეებში რეფინანსირების განაკვეთს სავარაუდოდ 2 პროცენტული პუნქტით შეამცირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები