მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის და მოლდოვის EU-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად გაიხსნა

ss

უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად გაიხსნა. პირველი მთავრობათაშორისი კონფერენცია ლუქსემბურგში დღეს გაიმართა, სადაც უკრაინის და მოლდოვის დელეგაციები ჩავიდნენ.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ მოლაპარაკების დაწყებით, უკრაინელებმა ოცნება რეალობად აქციეს.

„როდესაც სრულმასშტაბიანი ომის მეხუთე დღეს ჩვენ ერთად მოვაწერეთ ხელი ევროკავშირში გაწევრიანების განცხადებას, ბევრმა თქვა, რომ ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა ოცნება. მაგრამ ჩვენ ეს ოცნება რეალობად ვაქციეთ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინისუკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დემის შმიჰალმა ამ დღეს ისტორიული უწოდა:

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა წინ გაწევრიანების გზაზე. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია სწრაფად ვიმოქმედოთ და მივაღწიოთ შეუძლებელს“, - თქვა შმიჰალმა.

ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას „ისტორიული მომენტი“ უწოდეს.

კონფერენციაზე ევროკავშირმა წარადგინა უკრაინის და მოლდოვის ზოგადი მოლაპარაკებების ჩარჩო, რომელიც ევროკავშირის საბჭომ 21 ივნისს დაამტკიცა.

ცნობისთვის: უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის პარალელურად, ევროკავშირი საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხო ზომებზე მსჯელობს. გუშინ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ "რუსული კანონი" საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები