უკრაინის ეკონომიკა მიმდინარე წელს რუსეთის შეჭრის გამო 10%-ით შემცირდება - ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი. თუმცა IMF-ის ანგარიშის მიხედვით, პროგნოზი შესაძლოა კიდევ გაუარესდეს, თუ კონფლიქტი დიდხანს გაგრძელდა.
უკრაინაში IMF-ის მისიის ხელმძღვანელის, ივანა ვლადკოვა ჰოლარის თქმით, უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა და ფინანსური სისტემა შენარჩუნდეს.
ცნობისთვის, IMF უკრაინისთვის სასწრაფო ფინანსური დახმარების ფარგლებში $1.4 მლრდ-ის გამოყოფას აპირებს. ამასთან, მსოფლიო ბანკმაც განაცხადა, რომ გასულ კვირას უკრაინისთვის დამტკიცებული $723 მლნ-იანი დახმარების გარდა, დამატებით $200 მლნ-ს უზრუნველყოფს.




























