მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინის ენერგოსისტემა რუსული დრონების შეტევის სამიზნე გახდა

634e7ce9c6179
გიორგი თოლორდავა
18.10.22 14:58
504
რუსული სამხედრო ძალების „კამიკაძე“ დრონების სამიზნე უკრაინის ენერგეტიკული და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა გახდა.

კიევზე მიტანილი იერიშის შედეგად, გასული 48 საათის განმავლობაში კრიტიკულად დაზიანდა დედაქალაქის ინფრასტრუქტურა, რის გამოც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეზღუდული აქვს ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება.

მერიის ცნობით, საავადმყოფოები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები გენერატორების წყალობით უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ ფუნქციონირებას, ტექნიკური ჯგუფები კი დაზიანებული კავშირგაბმულობის ქსელებისა და მილსადენების აღდგენაზე 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები