მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„უკრაინის იარაღით მომმარაგებლებს, უნდა ესმოდეთ, რომ თავიანთ ქმედებებზე პასუხისმგებლები არიან“

6229e332c8981
ვიქტორია მღებრიშვილი
10.03.22 15:47
1170
„ვინც უკრაინას იარაღით ამარაგებს, უნდა ესმოდეთ, რომ თავიანთ ქმედებებზე პასუხისმგებელნი არიან“, - ასე აფასებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინის საბრძოლო იარაღით მომარაგების ფაქტს რიგი ქვეყნების მიერ.

ის თვლის, რომ ეს სახიფათო მოქმედებაა და „უკრაინაში ოპერაციის დასრულების“ შემდეგ ამ საბრძოლო ტექნიკის გადაადგილებასა და მიზნობრიობას ვერავინ გააკონტროლებს.

„რაც შეეხება უკრაინაში საზღვარგარეთიდან იარაღის მიწოდებას. ჩვენ ვხედავთ, რამდენად სახიფათოდ მოქმედებენ დღეს ჩვენი დასავლელი კოლეგები, ევროკავშირის ჩათვლით, რომელიც თავისი პრინციპებისა და ღირებულებების დარღვევით ხელს უწყობს უკრაინაში სასიკვდილო იარაღის მიწოდებას. ეს ათასობით საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს მოიცავს, რომლებსაც ტერორისტები ხშირად სამოქალაქო ავიაციისთვის საფრთხის შექმნისთვის იყენებენ. სად მოხვდება ეს საზენიტო რაკეტები შემდგომში - ამ კითხვას ჩვენს კოლეგებს ვუსვამთ და ევროკავშირში პასუხი არ აქვთ. ამ სისტემებმა შეიძლება არამხოლოდ უკრაინის ცას შეუქმნას საფრთხე, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც გავიდეს“, - განაცხადა ლავროვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები