მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ძალისხმევისთვის, ერდოღანი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

63ac88463c8a5
ალა ისპირიანი
28.12.22 22:17
1079
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს.

თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მუსტაფა შენთოფმა თქვა, რომ ამის მიზეზი ერდოღანის მიერ უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისას გაწეული ძალისხმევაა.

„მე წარვადგინე პრეზიდენტი ერდოღანი მშვიდობის დარგში ნობელის პრიზზე რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დასამყარებლად გაწეული ძალისხმევის გამო“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მშვიდობის დარგში ნობელის პრიზი გადაეცემა წლის გამორჩეულ პერსონას, ორგანიზაციას, ჯგუფს ან გაერთიანებას, რომელთაც მსოფლიო მშვიდობის შენარჩუნებასა და გამტკიცებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები