მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ეკონომიკის ზრდა განაპირობა ჩვენმა ნაქებმა "ღირსებამ" - რესან ქიქავა

ექსპო ჯორჯია

ბიზნესმენი რესან ქიქავა სოციალურ ქსელში ბოლო სამ წელში საქართველოში ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელ ძირითად ფაქტორებზე წერს.

საქმე ის არის, რომ "ოცნების" მმართველობის 9 წელში საქართველოს ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5% იყო. სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა პანდემიის და რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

ქიქავას თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდა, განაპირობა "ჩვენმა ნაქებმა ღირსებამ".

"ძალიან შთამბეჭდავი ეკონომიკური შედეგები გვაქვსო, როდესაც გეუბნებიან...

“ოცნებამ” ხელისუფლება გადაიბარა 2012 წლის ოქტომბერში. იმ წელს ეკონომიკური ზრდა გვქონდა 6.6%.

ამ ნიშნულს, "ოცნებამ" მიაღწია მხოლოდ 2021 (!) წელს, როდესაც 10%-იანი ზრდა განაპირობა, ერთი წლით ადრე, პანდემიით გამოწვეულმა 6%-იანმა კლებამ.

საშუალო ეკონომიკური ზრდა “ოცნების” პირობებში, ომამდე გვქონდა 5%-მდე. იგივე ზრდა ჰქონდა შედარებისთვის სომხეთს, რომელმაც რამდენად უარეს მოცემულობაში მიაღწია ამას, კარგად მოგვეხსენება.

ოდნავ ნაკლები ზრდის ტემპი ჰქონდათ ბალტიის ქვეყნებს. რომლებსაც, ასეთი ზრდით, დავეწევით 20 წელიწადში…

ომით გამოწვეულ ეკონომიკურ ზრდას რაც შეეხება. ეს ზრდა განაპირობა ჩვენმა ნაქებმა “ღირსებამ”.

“ღირსებამ", რომლისთვისაც ქართველი ჯარისკაცების და პოლიციელების მკვლელებთან და სახლიდან ქართული ოჯახების გამომყრელებთან “გაწოლა” მისაღები აღმოჩნდა...

მე ვარ მართვის სპეციალისტი, კარგი ეკონომიკური ცოდნით. მართვის ეფექტურობას, პირველ რიგში, სჭირდება შესაბამისი მართვის სისტემების ჩამოყალიბება და შესაბამისი საკადრო პოლიტიკა.

რა გააკეთა “ოცნებამ” ამ მიმართულებით 12 წლის განმავლობაში, მგონია ყველასთვის ცხადია.

ესეც თქვენი პასუხი კითხვაზე ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით", - წერს რესან ქიქავა სოციალურ ქსელში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები